Monday, September 30, 2013

1. პროექტის სახელწოდება:
    ანტიკური ხანის ქალაქები საქართველოში
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით:
მოსწავლეები გაეცნობიან ანტიკური ხანის ქალაქებს საქართველოში და მათი განვითარების  დონეს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით
3.პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით,რომ ერთ მხრივ, მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოს ისტორიაში,მეორე მხრივ, განუვითარდებათ  კვლევის,ინფორმაციის მოძიების,დახარისხების,თანამშრომლობის,ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარ-ჩვევები
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ანტიკური ხანის ქალაქებზე,შეისწავლიან მათი წარმოშობის ისტორიას,გამოიკვლევენ თუ რა როლს ასრულებდნენ ეს ქალაქები ქვეყნის
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურული განვითარების საქმეში,გაავლებენ პარალელს საქართველოს თანამედროვე ქალაქებთან
5.მონაწილეთა ასაკი:
   15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
3 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომი, ვიდეოკოლაჟი, ვიდეომასალა,პრეზენტაცია,ვებ.გვერდი
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, კომპიუტერი,პროექტორი, interneti,  power pointi, კლასგარეშე ლიტერარურა,საწერ-კალამი,რვეული
9. პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს,ინაწილებენ დავალებებს(არჩევით),სტუმრობენ ადგილობრივ მუზეუმს, მოიპოვებენ ინფორმაციას დამატებითი სახელმძღვანელოებისა
ინტერნეტის მეშვეობით,მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მიმართულებას,  ხდება ინფორმაციის დახარისხება, შეფასება, აწყობენ ექსკურსიებს, იღებენ ფოტოებს,აკეთებენ ვიდეო ჩანაწერს, ჩანახატებს, ბოლოს აჯამებენ მასალას, ქმნიან პოტოალბომს, ვიდეოკოლაჟს, ვებ.გვერდს
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-მოსწავლეები ეცნობიან ანტიკური ხანის ქალაქების ისტორიას საქართველოში
გეოგრაფია-მოსწავლეები რუკის საშუალებით ადგენენ ამ ქალაქების მდებარეობას
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ისტორიის მასწავლებელი -ნონა ჩხვირკია
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nonachkhvirkia@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
nonachkhvirkia.blogspot.com
14.ნონა ჩხვირკია